logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს
- +

24 თებერვალი. 2024. 20:19

"პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით," - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მათი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს.

 

 

„გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკა, ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის. გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება უკანა მხარეს ეზოში. ამავე დროს მოხდება იმ კორპუსის, ნაწილის, რომელშიც დღესდღეობით რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია, იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ სრულად შეძლოს პაციენტებისთვის სერვისების მიწოდება. უკან ახალი შენობა როდესაც აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში“, - აღნიშნა ექიმმა.

 

 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner