logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით
- +

24 თებერვალი. 2024. 20:31

"საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო," - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

„ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე. ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით და პირველ რიგში მადლობა, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და ზურაბ აზარაშვილს, რადგან ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინეს“, - აღნიშნა ექიმმა.

 

 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner