ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს. ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი. კირა იარმიში ავრცელებს.
„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება მის ისე ჩატარებას ხელს, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, – წერს კირა იარმიში „X“-ზე.