ჟურნალისტი კოკა ყანიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ადამიანებო, ნუ გადაღრღნით ერთმანეთს არჩევნების გამო. ნუ გალანძღავთ და დაკარგავთ კარგ მეგობრებს. არ დაანგრიოთ საკუთარი ან სხვისი ოჯახები. განსაკუთრებით გაუფრთხილდით მშობლებს და შვილებს!
პოლიტიკოსები თუ პარტიები, მიდიან და მოდიან, ნერვული უჯრედები კი - არ ექვემდებარებიან აღდგენას. კლიპში მონაწილეობით, ისეთს ნუ დაუჭერთ მხარს, - მერე რომ მაგარი შეგრცხვეთ. აირიდეთ ასეთი ხალხი.
2016 წლის არჩევნები იმით განსხვავდება ყველა აქამდე ჩატარებული არჩევნებისაგან, რომ ამჯერად - ზუსტად შემიძლია გითხრათ, გაიმარჯვებს ღირსეული!
საქართველო გაიმარჯვებს!
პ.ს. ლამაზი სიზმრები, ძილი ნებისა..."