logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები
- +

24 თებერვალი. 2024. 21:28

"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

 

 

„ზაფხულის სეზონიდან, ბათუმის აეროპორტში ველოდებით Jazeera Airways-ს, რომელიც განახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველ რიგში, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასტუმროებისა, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისთვის და რესტორნებისთვის. ავიაციის ინდუსტრიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ჩვენ ციფრებით ვხედავთ და საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner