logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა
- +

24 თებერვალი. 2024. 22:30

"ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

 

 

განიხილება ვაზიანის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი განაცხადი გლობალურ ავიაციის ინდუსტრიაში, რადგან ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ადგილმდებარეობა გამოვიყენოთ სტრატეგიულად და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ იყოს საავიაციო-ტრანზიტული ჰაბი.

 

 

მიმდინარე წელს ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების გეგმაზე. ჩვენ ასევე მუდმივად ვავითარებთ შიდა ფრენების მიმართულებასაც. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით იფრინონ მაგალითად თბილისიდან მესტიაში., თბილისიდან ბათუმში, ამბროლაურში და ა.შ. სწორედ ამ გეგმის ნაწილია რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და გადაწყვეტილი, რომ მოხდება თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner