ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღეს რა კანონებსაც იღებს ხელისუფლება, ყველაფერი თანხვედრაშია ევროკავშირის კანონებთან.
„თუ არ ხარ ინტრიგანი, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს უწოდო „მკვლელი კანონი“ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, რატომღაც სულ პრეტენზიებით და აგრესიით გამოირჩევა, რა ვალი გვაქვს ამისთანა მისი, რომ ვერ გადავიხადეთ. დღეს რა კანონებსაც იღებს ხელისუფლება ყველაფერი თანხვედრაშია ევროკავშირის კანონებთან. მე გავეცანი კანონპროექტს და მასზე ჰუმანური თუ კიდევ არსებობს, არ მგონია. ბატონი ელიზბარაშვილი კი ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. ძალაუნებურად მებადება კითხვა, რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი ამ აგრესიის უკან“,- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.