ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„საქართველოს ერთ-ერთი პრობლემაა გაუნათლებლობა. ამაში დაბოღმილ, რევანშისტ ფსევდო-პროფესურას დიდი წვლილი მიუძღვით. ძალიან მეჯავრებიან ეს ნაცისტი სუბიექტები.
მაია ბითაძეს, გარემოს დაცვის ზეექსპერტს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება და ნაცნაძირალა ხარ, ვერ “პრავდები” .
შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ "მცოდნენო"!” - წერს აბაშიძე.