ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი:
„ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში, უდაბურებად იქცა სოფელი"... ეს გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსის მწარე დასაწყისია. შემდეგ კი გენიოსი პოეტი განაგრძობს: ნუ გაოცდებით, თუკი (მიუხედავად ამისა) მცირედითაც კმაყოფილი ვარ, აბა, სხვა რა გზა მაქვსო?..
ორიოდე დღის წინ ერთი ახლობელი მეჩხუბა, ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხალხი შიმშილობს, აღარც დენია, აღარც გაზი, აღარც წყალი, შენ კიდევ მაინც კმაყოფილი ხარო. ჰო, კარგი, შეიძლება ხალხი შიმშილობს, ქვეყანაც თავზე გვენგრევა, მაგრამ ეს უდენობა, უგაზობა და უწყლობა საიდან მოიფიქრე-მეთქი? ეგ ისე ვთქვიო, სიტყვის მასალადო, შენ რომ კმაყოფილი ხარ, ეგ მაღიზიანებსო. მაშინ „ნაციონალი" ხარ - მეთქი. შეხტა და შემოტრიალდა, ეგ რა მაკადრეო? არა, მაინც ვერ გავიგე, რა მეტყობა კმაყოფილების? ააა... ეტყობა, ჩემს ახლობლებსა თუ მეგობრებს კმაყოფილებად ის მიაჩნიათ, ბანკში დოლარის შეტანის წინ უცნაურად რომ ვიკრიჭები. არადა, ერთი წლის წინ ლამის ამის ნახევარი შემქონდა და შედარებით ნაკლებ უცნაურად ვიკრიჭებოდი.
ჯანდაბა, მე ხომ უკვე 25 წელია, რაც სულელივით ვიცინი და ისიც კი არ ვიცი, ხელები სად წავიღო?!"
წყარო: expressinfo.ge