logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: წინაპრების მაგალითმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა
- +

25 თებერვალი. 2024. 12:54

 

 

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღე, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომელმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა იგი ევროპულ არჩევანს. მეორე მხრივ კი, მიგვითითებს იმ უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო და რამაც აქამდე მოგვიყვანა - ესაა სამშობლოს, მოყვასისა და თავისუფლების სიყვარული“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ამ სიყვარულით იბრძოლეს ჩვენმა ჯერ კიდევ ნორჩმა წინაპრებმა და თავი შესწირეს იმ უმთავრესს, რისიც სწამდათ. სწორედ მათმა მაგალითმა, მათმა დანატოვარმა და არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც გამთლიანებული, განვითარებული და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - წერს კალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner