logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს, ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს
- +

25 თებერვალი. 2024. 13:52

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის.

 

„გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა: „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner