logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: კოშმარული სითავხედე!
- +

14 სექტემბერი. 2016. 23:09



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი რესპუბლიკური პარტიის ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს.


ხიდაშელის თქმით, მას „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაში ხელს „ქართული ოცნება" უშლიდა.


კოშმარული სითავხედე: თინა გამყალბებლოვა- ხიდაშელი აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენასა და ნაცების დაპატიმრებაში ხელსქართული ოცნება" უშლიდა(?!).

 

ეს ის ხიდაშელია, რომელიც მუდმივად აწვებოდა კოჰაბიტაციას. მუდმივად აშანტაჟებდა სწორედქართულ ოცნებას", არ შეხებოდნენ სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვა დამნაშავეებს, თორემ ხელისუფლებას .. დასავლური იმიჯი დაენგრევაო. ეს ის ხიდაშელია, რომელიც აცხადებდა, რომ კოჰაბიტაცია, თურმე, ხელისუფლებას ქართველმა ხალხმა დაავალა. ეს ის ხიდაშელია, რომლის ქმარიც, პარლამენტის თავმჯდომარე დავით კომუნისტინ- უსუფაშვილი რადიოთავისუფლებას" უმტკიცებდა: ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მიზანი და ამოცანააო. ახლა... ეს კრავებადქცეული ტურები ისე საუბრობენ წარსულზე, თითქოს მე ან თქვენ იყავით ხელისუფლებაში და არა თავად. ამათ რომ მოუსმინო, საგარეჯოს არჩევნების გაყალბებასაც მე დამაბრალებენ."- აღნიშნავს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner