საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში დუბლი ანა ჩემინავამ შეასრულა, 1 ბურთი კი მაიკო ბებიას ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართება. თამაში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.