ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ამის კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით. არ იყო იმ მოწამვლა, ვერავინ დაგვიდასტურებს ამას, ვერც მათი მოწვეული ექსპერტები ადასტურებენ, ჩვენი გერმანული სკოლაც ამას უარყოფს. პოლიტიკურ თამაშებში ჩვენ არ ჩავერთვებით.
ჩვენ მოწამვლისთვის არ ჩაგვიტარებია მკურნალობა. თვითგანკურნებები არ ხდება მაგ დროს. აბსოლუტურად სხვა კლინიკური, ვიზუალური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოვლინებებია, როდესაც არის მოწამვლა ამა თუ იმ ნივთიერებით. ამ შემთხვევაში ამას ადგილი ჩვენთან არ ჰქონია“, - განაცხადა ნადირაძემ.
მისივე თქმით, პაციენტის კლინიკაში ყოფნა/არყოფნის საკითხზე გადაწყვეტილებას არ იღებს საზოგადოება და ყველას მოუწოდა, არ ჩაერიონ ექიმების გადაწყვეტილებაში.