UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქამარი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარადგინა და ფეხზე წამომდგარი ქომაგების აპლოდისმენტების ფონზე გახსნა მადრიდის რეალისა და სევილიას მატჩი.
„დიახ, ამ მატჩზე პასუხისმგებელი მე ვიქნები. მადრიდის რეალი ის გუნდია, რომელსაც ჩემს თავს ვამსგავსებ. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ეს გუნდი ყველაზე მეტად წარმოადგენს ესპანეთის ღირებულებებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ილია თოფურიამ, რომელიც წლებია, ესპანეთში ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ილიას გამარჯვება „სამეფო კლუბის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით მიულოცეს.
„ილია, შენით ვამაყობთ“, - ნათქვამი იყო პოსტში.
27 წლის მებრძოლი UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა.