„დღეს ჩვენ უნდა განვდევნოთ ჩვენგან ილუზია, სიცრუე, თავის მოტყუება - შევჯერდეთ მხოლოდ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლის პლატფორმა შევთავაზოთ აშშ-ს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც „ხალხის ძალის“ დღევანდელი წერილს ეხმიანება.
„ხალხის ძალის" დღევანდელი წერილი საკმარისად მოიცავს თავისი პოზიციის განმარტებით არგუმენტებს, რომელთა მსხვრევა ყველაზე ურჩ სკეპტიკოსსაც კი გაუჭირდება. მე მხოლოდ რამდენიმეს დავამატებდი. წლებია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ ფუნქციონირებს. აი ის, რომლის თანათავმჯდომარე ადამ კიზინგერი იყო. საქართველოს მეგობართა - არა ნაცსექტის, არა ენ-ჯე-ოთა თუ ელგებეტე თემის - საქართველოს!
ერთი მაგალითი თუ ახსენდება საქართველოს, თუ რაში გამოიხატებოდა ეს „მეგობრობა"? მავნებლობის, დამცირების, აგდებული დამოკიდებულების გარდა, მე პირადად არაფერი მახსენდება. ვერც კიზინგერის „რესპუბლიკელობამ" უშველა ამ ცინიკური სახელწოდების მქონე ჯგუფს ჩვენს ქვეყანასთან „სამეგობრო მუხტის" აწევაში, ალბათ იმ გამონათქვამიდან გამომდინარე, რომ "ყველა დროის რესპუბლიკელებს აუცილებლად ერთი მაკ-კეინი უნდა ჰყავდეს".
პირიქით, ეს ის ჯგუფი იყო, სადაც იხარშებოდა საქართველოს დასანქცირების, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობის" თუ ჩვენი მოსამართლეების დასჯის საკითხები. ეს ჯგუფი საქართველოს კი არა, მაკ-კეინის ინსტიტუტის მეგობარი იყო, რომლის შეკრებებზე თბილისში ვიღაც დევიდ კრამერს შეეძლო დარბაზიდან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გაძევება მოეთხოვა. დღეს ჩვენ უნდა განვდევნოთ ჩვენგან ილუზია, სიცრუე, თავის მოტყუება - შევჯერდეთ მხოლოდ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლის პლატფორმა შევთავაზოთ აშშ-ს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.