logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე საუბრობს, ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი!
- +

14 სექტემბერი. 2016. 23:14



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ინტერნეტში „რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება:


„თუკი ამ მოვლენას ლოგიკურად შევხედავთ, „ქართული ოცნების" ინტერესებში არანაირად არ შედის ვინმეს ზედმეტი აჟიოტაჟისა და ხმაურის საფუძველი მისცეს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას".

 

ერთი მხრივ კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფორმასთან და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს დაველოდოთ. ამავე დროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დროულად გამოეხმაურა ფაქტს და ის ორივე მხარისგან შესაბამისი ინფორმაციების მიწოდებას ითხოვს. ასე რომ, ის ვინც ამ საუბრის და მისი შინაარსის ავთენტურობა დაადასტურა და ისიც, ვინც ჭოჭმანობს თუ ფიქრობს, კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც მიაწვდიან ინფორმაციებს, რომ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა იყოს. მეორე მხრივ, პოლიტიკურ მხარეებს სურთ, აქცენტი საუბრის შინაარსზე არ გაკეთდეს და ყურადღება მხოლოდ ფორმაზე გადავიტანოთ. ჩვენთვის ორივე საყურადღებოა. ახალი არაფერია. ვხედავთ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის პარტიაში, მაგრამ მავანთათვის საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს, ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი და დავალებები მისცეს ერთ-ერთი კოალიციის წარმომადგენელს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner