logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სახელით გამოგზავნილი მოლოცვები უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამას სტრატეგიული პარტნიორი არ აკეთებს.
- +

26 თებერვალი. 2024. 14:24

 

 

„დიდი შეურაცხყოფა იყო ქართველი ხალხისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკისგან მოსალოცი ბარათი მოდის ქვეყნის არა პირველი ან მეორე პირისგან, არამედ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სახელით. არაფერს ვერჩით ამ პიროვნებას, პირიქით, მადლობა მას მოლოცვისთვის, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებისგან ეს გამიზნული ქმედება თავმოყვარე ერისთვის, სულ მცირე მიუღებელია“, - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

 

მისივე თქმით, საქართველო დღეს აღარ არის ის სახელმწიფო, ვისაც შეიძლება თითის ქნევით ესაუბრო.

 

„როდესაც უმაღლესი რანგის პირების ცვლილება ხდება ქვეყანაში, საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო პარტნიორების მოლოცვებს, მათ შორის, თუ რამდენ ხანში მოვა მოლოცვა, უშუალოდ ვისგან და რა ტესტით. ბუნებრივია, საქართველოს ახალი თანამდებობის პირებისადმი გამოგზავნილ მილოცვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქართველი ხალხი, რადგან დღეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის გლობალურ პოლიტიკაში.

 

სწორედ ამიტომ, დიდი შეურაცხყოფა იყო ქართველი ხალხისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკისგან მოსალოცი ბარათი მოდის ქვეყნის არა პირველი ან მეორე პირისგან, არამედ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სახელით. არაფერს ვერჩით ამ პიროვნებას, პირიქით, მადლობა მას მოლოცვისთვის, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებისგან ეს გამიზნული ქმედება თავმოყვარე ერისთვის, სულ მცირე მიუღებელია. ამის შემდეგ, ოპოზიციას კიდევ კითხვები ჰქონდა, თუ რატომ შეხვდა ახალი პრემიერი ჯერ ჩინეთის და შემდეგ ამერიკის ელჩებს. პატივისცემა და თანამშრომლობა ორმხრივია.

 

საქართველო დღეს აღარ არის ის სახელმწიფო, ვისაც შეიძლება თითის ქნევით ესაუბრო. მადლობა ამისთვის ბიძინა ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას. დღევანდელი პრემიერიც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებს სერიოზულ კონკურენციას უწევს თავისი განათლებით და აზროვნებით. მესმის, დიდი ქვეყნის ლიდერებს პატარა ქვეყნის ლიდერის უპირატესობის აღიარება არ სურთ, მაგრამ მოუწევთ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner