საბჭოთა ოკუპაციის 103-ე წელთან დაკავშირებით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართა.
სოფელი სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმისა და ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ერთობლივი თემატური ღონისძიება - „1921 წლის 25 თებერვალი - დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს“" გაიმართა.
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახლად რეაბილიტირებულ საგამოფენო დარბაზში - ფოტოგამოფენა „კასპელები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში“ გაიმართა.
კასპში, ოკუპაციის თემატიკის ამსახველი გამოფენები გაიმართა ცენტრალურ და საქალაქო ბიბლიოთეკებში.