logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა, მოიპოვონ მხარდაჭერა და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ
- +

26 თებერვალი. 2024. 18:26

 

 

„ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციაში ახლა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რომელიც რევოლუციურ საწყისებზეა აგებული.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.

 

„დღეს „ნაცმოძრაობასთან“ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ჯერი კი არ იყო, დღეს იყო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ჯერი „ნაცმოძრაობასთან“, რადგან მის მთავარ თანამზრახველებსა და პარტნიორებს შეხვდა, სადაც მათ როლები უნაწილდებათ. ისინი დღეს როლს ასრულებდნენ – ერთი მხარე პრეზიდენტისას, მეორე კონსტრუქციული ოპოზიციისას. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ამ „კონსტრუქციულ“ ოპოზიციას „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. მისი განშტოებებია ხაზარაძე და გახარიები. როლების შესრულების ბოლო ის ფინალი არ იქნება, რაც მათ წარმოუდგენიათ, რადგან მათი წარმოდგენა არ არის რელევანტური. მათი წარმოდგენა უტოპიურია, მათ ხელისუფლებაში ისე უნდათ მოსვლა, რომ ამისთვის ხალხის მხარდაჭერა არ იყოს საჭირო, რაც შეუძლებელია.

 

ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ. 60 პროცენტი ერთ პარტიას როცა უჭერს მხარს, 20 პროცენტი ერთს და დანარჩენ 20 პროცენტზე ჭიდაობაა, ამ მოცემულობაში, 20 პროცენტამდე რეიტინგში ჩარჩენილი ადამიანები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ახლა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რასაც ამ ქვეყანაში გასავალი არ ექნება და ვერ გაიყიდება, რადგან რევოლუციურ საწყისებზეა აგებული. ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს. ქვეყანა ძლიერად არის და მათ სწორედ ეს აწუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner