logo_geo
eng_logo
დავით კაჭარავა: რამდენიმე წლის წინ, როცა ლგბტ თემების შემოტანა დაიწყო, საქართველოში საუბრობდნენ, რომ ჩვენ ეს გამოწვევა არ გვემუქრებოდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს იყო ჩვენი საზოგადოების ერთგვარი შემზადება
- +

26 თებერვალი. 2024. 20:21

"რაც უფრო მეტად წაართმევ ადამიანს თავის კულტურას, ისტორიას, იდენტობას და ყველა იმ თვისებას, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს, მით უფრო მარტივია, ამ მასის მართვა,: - განაცხადა მედიასთან საუბარისას, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

 

 

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ შეეგუება ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას.

 

 

ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. მე ასეთ კონსტანტირებას გავაკეთებდი - ეს არის რეალურად თავისუფლების წართმევა ქართველი ადამიანისთვის. ამ სიტყვების არ გამოყენება ცხოვრებაში არის თავისუფლებისა და უფლებების წართმევა, რასაც რასაკვირველია ჩვენ არ მივესალმებით. ეს გარკვეული ჯაჭვია, ჩვენ ვნახეთ ესპანეთში გამართული პრაიდი, სადაც პირველად მოხდა, რომ 10 წლის ბავშვები გამოიყვანეს. ვნახეთ, ბრიტანეთის ჯანდაცვაში გაკეთებული განცხადება ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ გამომუშავებული რძე იდენტურია დედის რძის.

 

 

მთელი მსოფლიოს გარშემო გაძლიერდა ეს პროპაგანდა. ვიქრობ, რომ ყოველივე ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დაასუსტონ. იგივე ხდება, ჩვენც ქვეყანაშიც. რაც უფრო მეტად წაართმევ ადამიანს თავის კულტურას, ისტორიას, იდენტობას და ყველა იმ თვისებას, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს, მით უფრო მარტივია, ამ მასის მართვა.

 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით. სწორედ ამ ყველაფერზე არის გაკეთებული აქცენტები იმ წერილში, რომელიც დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ. რამდენიმე წლის წინ, როცა ამ თემების შემოტანა დაიწყო საზოგადოებაში საუბრობდნენ, რომ ჩვენ ეს გამოწვევა ეს არ გვემუქრებაო. დღეს კი თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო საზოგადოების შემზადება, იმისთვის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთმა გიგანტმა ოფიციალურად გასცა დირექტივა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კაჭარავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner