მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიცირების შესახებ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
"ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა [შვედეთის განაცხადა], შვედეთი გახდება ნატოს 32-ე მოკავშირე. შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოდ გაგვხდის", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.