logo_geo
eng_logo
გიორგი ცინცაძე: ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამწუხაროდ ეს დროც მოვიდა. ყველა ის თამაში მეამაყება, რაც ნაკრებში ჩავატარე
- +

26 თებერვალი. 2024. 21:32

ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამწუხაროდ ეს დროც მოვიდა. წარმატება ვუსურვებ შემდეგში ეროვნულ ნაკრებს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადა.

 

 

„ყველა ის თამაში მეამაყება რაც ნაკრებში ჩავატარე. მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს, ყველას მადლობას ვუხდი ყველა წუთისთვის რაც ერთად გაგვიტარებია“, - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

 

 

გიორგი ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში დღეს ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. 38 წლის კალათბურთელის დებიუტი ნაკრებში 2004 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის გუნდის წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ, მან ხუთჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატზე. მან 6 ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში 20 წელი თამაშობდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner