logo_geo
eng_logo
ნინო ცხვარაძე: ვინც ქართულ ტრადიციას, წარსულს, წინაპრებს პატივს არ სცემთ, შეგერგოთ დედის რძესავით, მაგრამ, დედის რძეს, როცა „იქ“ არ აღიარებენ, აღიარებთ თქვენ აქ კი?
- +

26 თებერვალი. 2024. 22:27

 

 

„მე მასწავლეს, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცი, დედა - დედაა და მამა - მამა. რომ პატივი უნდა ვცე ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ტრადიციებს, რითაც ამაყი ვარ. ასე ვასწავლი შვილებსაც. მე ვამაყობ ჩვენი იდენტობით, ვამაყობ ჩემი ქართველობით, ვამაყობ იმით, რომ შვილები დედას მეძახიან, ჩემს ქმარს, ქმარს ვეძახი და მამას - მამას ეძახიან“, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი ნინო ცხვარაძე აცხადებს.

 

„თავის დროზე, როცა „ქართული ოცნება“ რამდენიმე ადამიანმა დატოვა, ეს ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს - ხალხისთვის ეთქვათ სიმართლე! დიახ, „ხალხის ძალამ“ არაერთი სიმართლე თქვა, ვისთვის მწარე, თუმცა, გაბედა და თქვა!

 

გამონაკლისი არც „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადებაა და საღად მოაზროვნე საზოგადოებამ განგაშის ზარიც უნდა შემოკრას! რას ფიქრობთ, დედას - დედა არ უნდა დავუძახოთ, თუ მამას - მამა?! ან ცოლი ცოლი რომ არის და ქმარი - ქმარი ესეც მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის? თუ ძუძუთი კვება უნდა ჩავანაცვლოთ მკერდით კვებით? ან დედის რძე სასარგებლო როდის მერე აღარაა?

 

მე მასწავლეს, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცი, დედა - დედაა და მამა - მამა. რომ პატივი უნდა ვცე ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ტრადიციებს, რითაც ამაყი ვარ. ასე ვასწავლი შვილებსაც. მე ვამაყობ ჩვენი იდენტობით, ვამაყობ ჩემი ქართველობით, ვამაყობ იმით, რომ შვილები დედას მეძახიან, ჩემს ქმარს, ქმარს ვეძახი და მამას - მამას ეძახიან.

 

ვამაყობ, რომ „ხალხის ძალას“ წარმოვადგენ და მომავალშიც ვიამაყებთ ჩვენი ქართველობით! ვისაც სხვის დაკრულზე ცეკვა მოგწონთ, ვისაც საკუთარი არაფერი გაგაჩნიათ, ვინც ქართულ ტრადიციას, წარსულს, წინაპრებს პატივს არ სცემთ, შეგერგოთ დედის რძესავით, მაგრამ, დედის რძეს, როცა „იქ“ არ აღიარებენ, აღიარებთ თქვენ აქ კი?“ - აცხადებს ნინო ცხვარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner