საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერბეთთან 63:73 დამარცხდა. გუნდმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს ფინეთთან ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ცინცაძემ ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი ითამაშა.