logo_geo
eng_logo
ნინო ჯღაკავა: ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს!
- +

24 თებერვალი. 2024. 23:51

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

"ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს! ბატონო ბიძინა ეს მესამე წერილია საჯარო სივრცეში თქვენი მისამართით ,წინა ორი ვიცი რომ წაიკითხეთ ,ზუსტად ვიცი რომ რეაგირებაც მოყვა ,მას მერე მეგონა თქვენი შეწუხება არ დამჭირდებოდა მაგრამ ... 2024 მძიმე საარჩევნო წელია ,მერე რა რომ ოპოზიცია სუსტია ,მერე რა რომ კონკურენტი არ ყავს ,,ქართულ ოცნებას ,, ციხე შიგნიდან ტყდება ,ახლა ოცნების ერთგული ამომრჩევლების გულის მოგება უფრო ძნელია ,ვიდრე მტრების გადმობირება, ეს რა უცნაური ზნე გვჭირს ,ერთგული ადამიანების მტრად მოკიდების და მტრების დაახლოების , გატყუებენ თუ გაჯერებენ რომ ხალხი ბედნიერია ,გატყუებენ როცა გეუბნებიან რომ ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება ,ხალხი ითმენს მშვიდობისთვის ,ხალხი ითმენს იმისთვის რომ უკეთესი პარტია არ არსებობს ,მაგრამ ხალხი არ მოითმენს ჯალათების გამილიონერებას , ორი დღეა სრულიად ოცნების სამართლიანი აღშფოთება ისმის ,გლდანის ციხის მწამებელი ჯალათის, გაგა მკურნალიძის სასახლეში ,ერთი მეორის გვერდით როგორ მღერიან ნოდარ მელაძის შვილების დედა თეა ცეცხლაძე ,პირწავარდნილი ნაცი და ტვ პირველის პროდიუსერი ,კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ,ნაცების დაუძინებელი მტერი ხათუნა ჟორდანია და რუსთავი 2ის წამყვანები ,სრულიად სამართლიანია ჩვენი განგაში ,3 წელი მოიხადა სასჯელი , პატიმრების წამებისთვის გაგა მკურნალიძემ ,გამოვიდა და იმის მაგივრად ქვეყნიდან გადახვეწილიყო ,თბილისში სასახლეები აიშენა ,ძვირადღირებული მანქანების კოლექცია ყავს ,სამშენებლო ბიზნესებშია და ფულებს ხვეტავს ,არ მითხრათ ახლა რომ ეს არავინ იცის ,არ მითხრათ რომ ტენდერებს პატიოსნად იგებს ციხის ჯალათი ,იმაზე მეტ პატივშია ვიდრე სააკაშვილის დროს იყო და მერე გვიკვირს უიი ,ნოდარ მელაძეს საიდან აქვს ინფორმაციები ,საიდან და აქედან ,გვრიტებივით ერთად რომ სხედან ყველანი ,არ დამთავრდება ეს ამბები კარგად ,ქართველი ხალხი ღირსების გამო ითმენს შიმშილსაც ,არ ვუთვლით არავის მილიონებს ,ჩვენ ისევ ისე ვცხოვრობთ პატიოსნად ,ვიტანთ ბულინგს ,შეურაცხყოფას ,მაგრამ ღირსების შელახვას ვერ ავიტანთ ,არაა ასე იოლი მოსაგები ეს არჩევნები ,მე ყველაზე ერთგული მხარდამჭერი რომ გეტყვით თავიდან ვიწყებ ჯალათებთან ბრძოლასთქოო ,ეს უკვე სიგნალია ,2012 წლიდან დღემდე თქვენ ხართ ის ადამიანი ვის გამოც ბევრი ავიტანეთ და კიდევ ბევრს ავიტანთ ,მაგრამ ნუ დაგვაჯენთ თავზე არსაიდან მოსულ თანამდებობის პირებს ,ნუ გადაავსებთ სამსახურებს კორუმპირებული ტიპებით ,დღეს ხალხი ქუჩაში იცით რას ჩურჩულებს?მოსწრებაზეა ყველა, ვინ მეტ მილიონს იშოვის ,თითქოს გასაქცევად ემზადებიანოო ,ჩვენ სად გავიქცეთ ჩვენ? აეროპორტამდე მისასვლელი ფული რომ არ გვექნება! ხან გოგაშვიო~ლების მილიონები ,,ვაპრავეთ,, ხან კვირიკაშვილების და ალავიძეების ,ხან ,,ვოზდუხა ,,გახარიას, პარიზებში სახლები და პანდემიის დროს შეჭმული მილიონები ,არ იქნება პასუხისგებაში მიცემული ასეთი ადამიანები და არ იქნება არჩევნებში ხმები ! არავისთან ენის მოჩლექას არ ვაპირებ ,არავისთან ვარ ვალში ჩემი სამშობლოს გარდა!ერთადერთი იმედი იყავით და ხართ თქვენ და იმედი მაქვს სწრაფი რეაგირების ,ყველას მიუჩინეთ თავის ადგილი ,კმარა ამდენი გაზულუქებული ადამიანი ამ პატარა ქვეყანაში"-წერს ნინო ჯღარკავა. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner