logo_geo
eng_logo
გაეროში ისრაელის ელჩი: სამწუხაროდ, გენერალური მდივანი სხვების ნაკლოვანებებს ხედავს, თუმცა ბრმაა საკუთარი წარუმატებლობის მიმართ
- +

27 თებერვალი. 2024. 00:31

 

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სხვების ნაკლოვანებებს ხედავს, თუმცა ბრმაა საკუთარი წარუმატებლობის მიმართ.

 

 

"[გაეროს] უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ღაზაში ომთან გამკლავება, მაგრამ გენერალური მდივნის დამახინჯებული მტკიცების საწინააღმდეგოდ, უშიშროების საბჭომ ვერ დაგმო "ჰამასის" მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა და არ გაერთიანდა ისრაელის მხარდასაჭერად ჩვენს ომში "ჰამასის" გასანადგურებლად და ტერორიზმისა და შემდგომი სისასტიკის თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, გენერალური მდივანი სხვების ნაკლოვანებებს ხედავს, თუმცა ბრმაა საკუთარი წარუმატებლობის მიმართ", - აღნიშნა გაეროში ისრაელის ელჩმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner