"ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
"შესაბამისად, თუკი ექნებათ მათ მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომლებიც ამ სფეროების მიხედვით არიან დაინტერესებულები თანამშრომლობის აწყობაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი - ადამიანებს ახალი პერსპექტივები უჩნდებათ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.