„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები, გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.
„საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე კვირაში ევრონესტის სესიებია დაგეგმილი. არის საკითხები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად გამართავს.