logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ამას არავის არ ვურჩევ!
- +

12 მარტი. 2016. 15:24



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სტუდენტები გიორგი გაფრინდაშვილის გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტები  პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, „ოდეერების" საკითხით დაინტერესდეს.


ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე ესაუბრა. მიროტაძე სახელმწიფო უწყებებს, ოპოზიციურ პარტიებს და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ჩაერიონ ამ პროცესში, რადგან უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ სრული უფლება, ჩართულები იყვნენ უნივერსიტეტის მართვის პროცესში:


„ძალიან სენსიტიური თემაა და მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ და არავინ არ გაბედოს ჩაერიოს ამ პროცესში, ვგულისხმობ სახელმწიფო უწყებებს, ოპოზიციურ პარტიებს და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ვისაც უნდა, რომ ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. მთელი უნივერსიტეტი გამოსულია გარეთ და აქვთ მკაფიო მოთხოვნა, გადადგეს გიორგი გაფრინდაშვილი. უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ სრული უფლება, რომ იყვნენ პროცესების მონაწილეები და ჩართულები უნივერსიტეტის მართვის პროცესში.

 

გამომდინარე ამ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებისა და დაძაბული ფონისა, რომელიც დღეს არის უნივერსიტეტში, გაფრინდაშვილს მოვუწოდებ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები.

 

ასევე, რადგან კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში ე.წ  „ოდეერების" თემა, ბოლოს და ბოლოს  21-ე საუკუნეში ნორმალურ ქვეყანაში ჩვენი აზროვნება უნდა მივიდეს იქამდე, რომ არ შეიძლება ასე იმართებოდეს, ვინმე ერეოდეს უნივერსიტეტების საქმეში. ცალსახად ვაცხადებ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ვერავის ვერაფერში ვერ დავადანაშაულებ.

 

მივმართავ შესაბამის სამსახურებს, რომ ყურადღებით მოისმინონ ყველა ის განცხადება, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ. უნდა გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, მართლა ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე ჩარევასთან და თუ გვაქვს უსწრაფესად მოხდეს ამ საკითხზე რეაგირება. ყველამ უნდა იცოდეს - ჩარევა უნივერსიტეტის საქმიანობაში ნიშნავს ძალიან დანაღმულ ველზე შესვლას, მე ამას არავის არ ვურჩევ", - ამბობს ანი მიროტაძე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner