logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან შეხვედრა გამართა
- +

27 თებერვალი. 2024. 11:48

 

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

თავდაცვის კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. ასოციაციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები დადებითად შეაფასეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კი, ასოციაციის წევრებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner