logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილი: შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები აქტიურად ვმუშაობთ კორიდორის იმ კომპონენტების სრულყოფაზე, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტვირთვის გაზრდილი რაოდენობით გატარებისთვის
- +

27 თებერვალი. 2024. 11:56

 

 

“შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები აქტიურად ვმუშაობთ კორიდორის იმ კომპონენტების სრულყოფაზე, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტვირთვის გაზრდილი რაოდენობით გატარებისთვის”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

 

„შუა დერეფნის როლი ძალიან არის გაზრდილი და ჩვენ, მასში მონაწილე ქვეყნები აქტიურად ვმუშაობთ ინტენსიფიკაციაზე ტვირთების მოზიდვის კუთხით და კორიდორის იმ კომპონენტების სრულყოფაზე, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტვირთვის გაზრდილი რაოდენობით გატარებისთვის. დამატებით კიდევ განიხილება კორიდორის უფრო პოპულარიზაციის, გამტარუნარიანობისა და მოქნილობისთვის საჭირო ღონისძიებები“, - აღნიშნა გურამიშვილმა.

 

მსოფლიო ბანკი ახალი ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებასა და გამოწვევებზე იმ ქვეყნების წარმომადგენლები მსჯელობენ, რომლებიც შუა დერეფანს აერთიანებენ. ღონისძიებას საქართველოს, აზრებაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის მთავრობის ოფიცილაური პირები და კერძო სექტორის წარმომდგნელები ესწრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner