logo_geo
eng_logo
რუსთავში 15, 16 და 17 სექტემბერს „რუსთავქალაქობა“ აღინიშნება
- +

14 სექტემბერი. 2016. 23:39



რუსთავში „რუსთავქალაქობის" დღესასწაულს ახალი სასწავლო წლის დაწყების აღნიშვნით იწყებენ. სადღესასწაულო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში 15, 16 და 17 სექტემბერს გაიმართება.  15 სექტემბერს საღამოს 6 საათზე, თავისუფლების მოედანზე რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი 2016 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ. მოგვიანებით, ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი  და ფერების ფესტივალი გაიმართება.


 16 სექტემბერს რუსთავქალაქობის ღონისძიებები აქციით ,,მე+ რუსთავი" გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საღამოს  20:00 სთ-ზე რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ფრანების გაშვებით დასრულდება. 16 სექტემბერსვე 11:00 საათიდან ბიზნეს-ფორუმი გაიხსნება, სადაც რუსთაველი ბიზნესმენები, დამეგობრებული ქალაქებიდან  ჩემოსულ უცხოელ სტუმრებს შეხვდებიან.


რუსთავქალაქობის ძირითადი ღონისძიებები 17 სექტემბესრს 12:00 სთ-დან დაიწყება. საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება. 16:00 სთ-ზე რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, 16.30 სთ-ზე დაიწყება კონცერტი სახელწოდებით ,,ქართული ოქროს ჰიტები". 18:30 საათზე რუსთაველებისთვის და რუსთავქალაქობის სტუმრებისთვის ჯგუფი  ,,მგზავრები" იმღერებს. გალა კონცერტი საღამოს რვა საათზე დაიწყება და რუსთავქალაქობის დღესასწაულს,  ,,სუხიშვილების" საათნახევრიანი კონცერტი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.


 „რუსთავქალაქობა" უკვე 18 წელია რაც აღინიშნება. დღესასწაული ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner