logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან ურთიერთობებში და ამ მიმართულებით გვქონდეს მხარდაჭერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსების მხრიდან
- +

27 თებერვალი. 2024. 12:33

 

 

“შეხვედრები დაგეგმილია ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში უშუალოდ მუშაობდნენ საქართველოს საკითხზე”, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან ურთიერთობებში.

 

„უახლოეს მომავალში იგეგმება ევროპარლამენტის არჩევნები, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ამ შემადგენლობასთან კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ბევრი კოლეგა კვლავ იქნება წარმოდგენილი ევროპარლამენტის შემდგომ მომავალ შემადგენლობაში და რა თქმა უნდა, გააგრძელებენ საქართველოს საკითხებზე მუშაობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პოზიციები მათთან ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ერთი მხრივ საქართველოსთვის და მეორე მხრივ, რაც დგას ევროკავშირის დღის წესრიგში, რაც შეიძლება შემდგომში იყოს საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებზე რამენაირად გავლენის მომხდენი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა მათი პოზიციების მოსმენა და ყველა იმ საკითხზე მსჯელობა, რაც ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან ურთიერთობებში და ამ მიმართულებით გვქონდეს მხარდაჭერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა, ასევე ევროპარლამენტარებთან მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები არსებობდეს ევროკავშირის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner