„რას ნიშნავს პაატა ბურჭულაძის ნათქვამი, ჭკუაზე უნდა მოვიყვანო, ანუ პარლამენტში მოსახვედრად "გირჩი" თანახმაა რომ ბურჭულაძემ ჭკუაზე მოგიყვანოთ?", - ინგა გრიგოლიას ამ შეკითხვას "გირჩის" წევრი, ბურჭულაძის კოალიციის წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პასუხობს:
„ბატონ პაატასთან მქონდა ერთადერთი შეხვედრა, ძალიან თბილი შეხვედრა იყო. ამ თემაზე საუბარი ჩემსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საერთოდ არ ყოფილა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.