logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოსთვის თავს მოხვეული ლგბტ თემით სპეკულაცია მუდმივად ხორციელდება, რაც გარკვეულწილად გამოიყენება პოლიტიკური და სოციალური ვითარების შემდგომი გამწვავებისთვის
- +

27 თებერვალი. 2024. 17:28

 

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ლგბტ თემით სპეკულაცია საქართველოში მუდმივად ხორციელდება და ეს გარკვეულწილად გამოიყენება საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი დაძაბვისათვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოზე თავს მოხვეული როგორც სოციალური, ასე პოლიტიკური გამამწვავებელი საკითხი”,  - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველას უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების, დაცულია კონსტიტუციით და სხვა ყველაფერი არის იმ ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

 

"მოგეხსენებათ, მიღებული გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, სადაც ნათლად არის გაწერილი ყველა ადამიანის, მათ შორის, ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებები. აქედან გამომდინარე,  კონსტიტუციურადაც დარეგულირებულია ყველაფერი. დანარჩენი არის პროპაგანდა იმ ცხოვრების წესისა, რომელიც არ არის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დამახასიათებელი და ამავდროულად, გამოიყენება სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის შემოსატანად. აქედან გამომდინარე, მართლაც გასაკვირია, რატომ ხდება დაჟინებით ასეთი თემებით შემოჭრა საქართველოში" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის ღონისძიებების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების  მხრიდან მიუთითებს, რომ ლგბტ თემის აქტუალიზაცია საქართველოს გარედან ხდება.

 

"საქართველოს შიგნით, ამ თემის აქტუალიზაციის მომხრე და მოსურნე არავინ არის, ხდება სწორედ გარედან ამ თემების აქტუალიზაცია. რა თქმა უნდა, დაფინანსება სჭირდება ამ საქმეს და აფინანსებენ", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner