logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: როდესაც პარტიის მხრიდან ადგილი აქვს დეკლარაციის წარუდგენლობას, ყველა ობიექტური დამკვირვებელი დამეთანხმება, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანაზომადი რეაგირების მექანიზმი
- +

27 თებერვალი. 2024. 18:05

 

 

როდესაც პარტიის მხრიდან ადგილი აქვს დეკლარაციის წარუდგენლობას, ყველა ობიექტური დამკვირვებელი დამეთანხმება, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანაზომადი რეაგირების მექანიზმი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საზოგადოება ხედავს, როგორი კეკლუცობა და ცრუ ვნებათაღელვა მოჰყვა ამ ცვლილებებს კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. მგონი, ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვის რა აწუხებს. ჩვენი ერთადერთი მიზანია, იყოს მაღალი გამჭვირვალობა. ჩვენი მთავარი მამოძრავებელია ის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობა არ უნდა იწვევდეს ცრუ შეშფოთებას, რასაც ადგილი აქვს ცალკეული ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. ძალიან მარტივად არის რეალურად საქმე: როდესაც გვექნება საკომიტეტო მოსმენები, ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაერთონ განხილვაში, მოიყვანონ არგუმენტები - სად მოდის ეს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და სად არის პრობლემა. ჩვენი აზრით, საქმე ძალიან მარტივად არის: როდესაც დეკლარაციის წარუდგენლობა ხდება, რა თქმა უნდა, პარტიას მაღალი ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი სანქცია. შეიძლება დეკლარაციაში იყოს შეცდომა, მაგრამ როდესაც საერთოდ არ ხდება ანგარიშვალდებულება, ყველა ობიექტური დამკვირვებელი დამეთანხმება, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანაზომადი რეაგირების მექანიზმი. ამის მიზანია გამჭვირვალობა. წარმოადგინონ საკომიტეტო მოსმენებზე განსხვავებული არგუმენტები, ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner