logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები არ არსებობს
- +

27 თებერვალი. 2024. 20:17

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები არ არსებობს.

 

 

"ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ ეს მხარდაჭერა [რუსეთის] სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

 

 

"დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner