მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია "რეპორტიორს" შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გიორგობიანი საქართველოს მთავრობის სტრატკომის უფროსის თანამდებობას იკავებდა.