"ევროპარლამენტს თავისი როლი აქვს, ის ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების დაწესებულებაა და შესაბამისად ყველა მიმართულებით ევროპარლამენტის მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება," - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
„ამ მიმართულებით გვექნება ყურადღება გამახვილებული, თუ როგორ შეუძლია ევროპარლამენტს გვერდში დაუდგეს საქართველოს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის კუთხით“, - აღნიშნა მახარობლიშვილმა.
მხარდაჭერის კონსოლიდაცია და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა - კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ქართული დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად მართავს.