პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკრაინულ მხარესთან, რომ საჭირო იქნება ემბარგოს გაფართოება სხვა პროდუქტებზე, თუ ევროკავშირი არ იპოვის უფრო ეფექტურ გზებს ევროპისა და პოლონეთის ბაზრების დასაცავად", - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.