logo_geo
eng_logo
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი მაკრონის განცხადებაზე: ეს არ არის ჯარების გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ საომრად
- +

28 თებერვალი. 2024. 00:04

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, არ შეიცავს ესკალაციის ნიშნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორშაბათს პარიზში გამართულ კონფერენციაზე, ევროპელმა ლიდერებმა შესთავაზეს სხვადასხვა იდეა უკრაინას დახმარების გასაძლიერებლად, მათ შორის უკრაინაში განაღმვის ძალისხმევის გაფართოება და უკრაინული ჯარების მომზადების გაძლიერება, თუმცა ასეთი ზომების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს.

 

 

"ეს არ არის ჯარების გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ საომრად", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner