საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, არ შეიცავს ესკალაციის ნიშნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორშაბათს პარიზში გამართულ კონფერენციაზე, ევროპელმა ლიდერებმა შესთავაზეს სხვადასხვა იდეა უკრაინას დახმარების გასაძლიერებლად, მათ შორის უკრაინაში განაღმვის ძალისხმევის გაფართოება და უკრაინული ჯარების მომზადების გაძლიერება, თუმცა ასეთი ზომების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს.
"ეს არ არის ჯარების გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ საომრად", - დასძინა მან.