აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარების გადაუდებელ აუცილებლობას თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის წინ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"ვფიქრობ, ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები უკრაინისათვის მძიმეა. მე ვესაუბრე G7-ის ზოგიერთ პარტნიორებს. ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შაბათს, ბაიდენმა მოუწოდა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის წევრებს, დაბრუნებულიყვნენ ორკვირიანი არდადაგებიდან და დაემტკიცებინათ უკრაინისთვის საჭირო დახმარება.