გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის“ შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე. შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, როგორც კანონის შემუშავების პროცესში, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ჩადუნელი, ფონდის წარმომადგენლები რობ ვან ლეუვენი, კრის რეილი და მარიამ იობიძე.