პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის საკითხიო განიხილეს.
ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარების გადაუდებელ აუცილებლობას და განაცხადა, რომ "ვფიქრობ, ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები უკრაინისათვის მძიმეა".
"ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ამერიკის საჭიროებებზე. როდესაც ვსაუბრობთ ამერიკის საჭიროებებზე, ჯერ უნდა ვისაუბროთ ჩვენს ღია საზღვრებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მაიკ ჯონსონმა სამხრეთ საზღვარზე არსებული ვითარება „კატასტროფად“ შეაფასა.
თავის მხრივ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, სენატორმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ ლოგიკური არ არის საზღვრისა და უკრაინის საკითხების ერთმანეთზე მიბმა.