„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ადგილს მსოფლიო რეიტინგებში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით საქართველო ალბანეთზე, მოლდოვას და უკრაინაზე ყველა პარამეტრით მაღლა დგას.