„სანდრას ხათრით და ნაცნობობით ააშენეს ეს ქარხანა, იმ იმედით რომ მეგისი მობრუნდება და ადეიშვილი წაართმევს, მერე კუდის იზოლატორში გადააფორმებინებენ კაპეზეს ნოტარიუსის დამოწმებით ვინმე კოდუას ცოლზე ან დედაზე"- ასე ეხმაურება „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია გარდაბანში HENKEL-ის ქარხნის გახსნას.
გარდაბანში HENKEL-ის ქარხანა გაიხსნა, სადაც გერმანული ბრენდი CERESIT-ის ცემენტი დამზადდება.
HENKEL-ის ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.