თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო მსოფლიოს 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის, საქართველოს ქალთა ნაკრებისა და ევროპის 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, აზერბაიჯანის ქალთა გუნდის მატჩ-ტურნირი.
ასპარეზობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ფიდე-ს 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ლიდერთა შეხვედრაში პირველი სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა გააკეთა.
მატჩ-ტურნირის პირველი სათამაშო დღე ყაიმით დასრულდა:
მამადზადა გუნაი (2449) – ბელა ხოტენაშვილი (2464) 0:1
ულვია ფატალიევა (2384) – მერი არაბიძე (2461) 0:1
გოვარ ბეიდულაიევა (2374) – ნინო ბაციაშვილი (2447) 1:0
გულნარ მამადოვა (2351) – ლელა ჯავახიშვილი (2438) ½:½
ხანიმ ბალაიევა (2350) – სალომე მელია (2355) 1:0