logo_geo
eng_logo
თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალ მოჭადრაკეთა შორის მატჩ-ტურნირი დაიწყო
- +

28 თებერვალი. 2024. 11:22

 

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო მსოფლიოს 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის, საქართველოს ქალთა ნაკრებისა და ევროპის 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, აზერბაიჯანის ქალთა გუნდის მატჩ-ტურნირი.

 

ასპარეზობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ფიდე-ს 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ლიდერთა შეხვედრაში პირველი სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა გააკეთა.

 

მატჩ-ტურნირის პირველი სათამაშო დღე ყაიმით დასრულდა:

 

მამადზადა გუნაი (2449) – ბელა ხოტენაშვილი (2464) 0:1

 

ულვია ფატალიევა (2384) – მერი არაბიძე (2461) 0:1

 

გოვარ ბეიდულაიევა (2374) – ნინო ბაციაშვილი (2447) 1:0

 

გულნარ მამადოვა (2351) – ლელა ჯავახიშვილი (2438) ½:½

 

ხანიმ ბალაიევა (2350) – სალომე მელია (2355) 1:0

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner